Tuesday, April 20, 2010

ჩემს შესახებ


მე ვარ ეკა დავითაშვილი. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ მესამე კურსის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ბლოგი შევქმენი იმიტომ, რომ ყველს შეეძლოს ჩემი ნამუშევრების ნახვა , ვისაც ამისი სურვილი ექნება. ვეცდები დავწერო ყველაფერზე, რომ ბლოგი იყოს საინტერესო.

გინესის რეკორდები

ყველაზე პატარა ადამიანი

ყველაზე დიდი ჰამბურგერი

ყველაზე გრძელი ფრჩხილები

წელვადი კანი

Wednesday, April 14, 2010

გიორგი დვალი


გიორგი (გია) დვალი (დ. 1963, თბილისი) არის ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი.

გიორგი დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.

დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.

Wednesday, April 7, 2010

ბრიტანეთის მუზეუმი






ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში გაერთიანებულ სამეფოშო, ისევე როგორც მსოფლიოში, ადამიანის ისტორიისა და კულტურის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. მსოფლიოს უძველესი მუზეუმი დაარსდა 1753 წელს და ძირითადად შედგებოდა მეცნიერ-ფიზიკოსი სერ ჰანს სლოანის კოლექციისგან. მუზეუმი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1759 წლის 15 იანვარს მონტეგი-ჰაუზში, ბლუმსბერი, ამჟამინდელი მუზეუმის შენობის ადგილას.

ბრიტანეთის მუზეუმში ინახება შვიდ მილიონზე მეტი ობიექტი, რომელიც დოკუმენტური ნივთმტკიცებაა ადამიანთა მოდგმის კულტურის ისტორიისა მისი დასაბამიდან დღემდე. ნიმუშთა დიდი ნაწილი მიწისქვეშა საცავში ინახება გამოსაფენი ადგილის უკმარისობის გამო.

ბტიტანეთის მუზეუმში, ისევე როგორც ლონდონის სხვა გალერიებში, შესვლა უფასოა. თუმცა ზოგიერთი სპეციალური დროებითი გამოფენები ფასიანია.

ქართული ფოტოს ისტორია



საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში. ალექსანდრე როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.

ალექსანდრე როინიშვილი - პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ალექსანდრე როინიშვილმა შთამომავლობას დაუტოვა მდიდარი ფოტოკოლექცია სადაც აღწერა იმდროინდელი საქართველოს და კავკასიის ხალხების ყოფა, კულტურა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტო პორტრეტები.
ალექსანდრე როინიშვილს 1889-1898 წლებისთვის თბილისში უკვე სამი ფოტოსტუდია ქონდა, თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალთან და ქართულ გამომცემლობებთან: :ბუნების კარი” და ”ქართველთან ტომი”. ალექსანდრე როინიშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 11 მაისს. დაკრაძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ალექსანდრე როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.

80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა. XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.