Tuesday, April 20, 2010

ჩემს შესახებ


მე ვარ ეკა დავითაშვილი. ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვარ მესამე კურსის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი. ბლოგი შევქმენი იმიტომ, რომ ყველს შეეძლოს ჩემი ნამუშევრების ნახვა , ვისაც ამისი სურვილი ექნება. ვეცდები დავწერო ყველაფერზე, რომ ბლოგი იყოს საინტერესო.

გინესის რეკორდები

ყველაზე პატარა ადამიანი

ყველაზე დიდი ჰამბურგერი

ყველაზე გრძელი ფრჩხილები

წელვადი კანი

Wednesday, April 14, 2010

გიორგი დვალი


გიორგი (გია) დვალი (დ. 1963, თბილისი) არის ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი.

გიორგი დვალმა 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა.

დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.

Wednesday, April 7, 2010

ბრიტანეთის მუზეუმი






ბრიტანეთის მუზეუმი ლონდონში გაერთიანებულ სამეფოშო, ისევე როგორც მსოფლიოში, ადამიანის ისტორიისა და კულტურის უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მუზეუმია. მსოფლიოს უძველესი მუზეუმი დაარსდა 1753 წელს და ძირითადად შედგებოდა მეცნიერ-ფიზიკოსი სერ ჰანს სლოანის კოლექციისგან. მუზეუმი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1759 წლის 15 იანვარს მონტეგი-ჰაუზში, ბლუმსბერი, ამჟამინდელი მუზეუმის შენობის ადგილას.

ბრიტანეთის მუზეუმში ინახება შვიდ მილიონზე მეტი ობიექტი, რომელიც დოკუმენტური ნივთმტკიცებაა ადამიანთა მოდგმის კულტურის ისტორიისა მისი დასაბამიდან დღემდე. ნიმუშთა დიდი ნაწილი მიწისქვეშა საცავში ინახება გამოსაფენი ადგილის უკმარისობის გამო.

ბტიტანეთის მუზეუმში, ისევე როგორც ლონდონის სხვა გალერიებში, შესვლა უფასოა. თუმცა ზოგიერთი სპეციალური დროებითი გამოფენები ფასიანია.

ქართული ფოტოს ისტორია



საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში. ალექსანდრე როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.

ალექსანდრე როინიშვილი - პირველი მესურათხატე დაიბადა დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ალექსანდრე როინიშვილმა შთამომავლობას დაუტოვა მდიდარი ფოტოკოლექცია სადაც აღწერა იმდროინდელი საქართველოს და კავკასიის ხალხების ყოფა, კულტურა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ფოტო პორტრეტები.
ალექსანდრე როინიშვილს 1889-1898 წლებისთვის თბილისში უკვე სამი ფოტოსტუდია ქონდა, თანამშრომლობდა ფრანგულ ჟურნალთან და ქართულ გამომცემლობებთან: :ბუნების კარი” და ”ქართველთან ტომი”. ალექსანდრე როინიშვილი გარდაიცვალა 1898 წლის 11 მაისს. დაკრაძალულია თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ალექსანდრე როინიშვილმა გამოზარდა ქართველი ფოტოგრაფები: ი. აბულაძე, ი. ანთაძე, ი. გუნცაძე, ზ. ლაბაური, ვ. როინიშვილი, ი. როსტომაშვილი, გ. ხუნდაძე, ი. ფურცელაძე და სხვები.

80-იან წლებში ფოტოსტუდიები ძალიან მომრავლდა. თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა დ. ერმაკოვის სტუდია. ერმაკოვმა იმოგზაურა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში და დიდძალ ფოტომასალას მოუყარა თავი; შეკრიბა საქართველიში მოღვაწე ფოტოგრაფთა ნამუშევრები, დაახარისხა თემატურად და ცალ-ცალკე ალბომებად შეკრიბა. ზოგი მათგანი საზღვარგარეთის მუზეუმებს (პარიზი, ლონდონი) გაუგზავნა, რამდენიმე კი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმის კუთვნილებაა. XIX საუკუნის დამლევს საქართველოში შეიქმნა სრულიად საქართველოს მხატვარ-კალიგრაფების საზოგადოება. იმ დროინდელი ფოტოგრაფია უტილიტარული, ყოფითი ხასიათისა იყო. იშვიათობას წარმოადგენდა განყენებულ თემაზე შექმნილი სურათები. ეს აიხსნება იმით, რომ "ხილული მეხსიერება", როგორც ზოგჯერ ფოტოგრაფიას უწოდებენ, კერძო პირთა ყოველდღიურ საჭიროებას ემსახურებოდა.

XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

Wednesday, March 10, 2010

გამოხატვის თავისუფლება საქართველოში


“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ”

საქართველოს კანონში ცვლილებები და დამატებები


საქართველოს კონსტიტუცია ყოველ ადამიანს ანიჭებს გამოხატვის თავისუფლების უფლებას. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას ჰქონდეს მოსაზრებანი, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ასევე ყველას გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ ისე გარეთ. ამ უფლებათა განხორციელება მოიცავს ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. ამიტომაც შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზგუდვებს ან სასჯელს, რომლებსაც ითვალისწინებს კანონი და რომლების აუცილებებლია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ტერირორიული მთლიანოსბის ან საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად, უეწსრიგობისა და დანაშაულის აღსაკვეთად, ჯამრთელობისა და მორალის სხვათა უფლებების დასაცავად. თუმცა პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის კანონი მოდის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ამიტომ, საჭირო გახდა მათი შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება შეზღუდვებთან ერთად, რომლებიც ეხება გამოხატვას, მისი შინაარსის მიუხედავად.

2009 წლის 17 ივლის საქართველოს პარლამენტმა შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები და დამატებები შეიტანა.

კონსტიტუციის 44 მუხლის თანახმად ვიგებთ, რომ: “უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები და თავისუფლებები” სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა ცვლილებები შეეტანა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

1. აკრძალულია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შემდეგ შენობებში (საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამართალდამცავიო ორგანოები, სამხედრო ნაწილები... ) და მათი შესასვლელებიდან ოცი მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
2. აკრძალულია შენობების ბლოკირება.

დაემატა შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

1. ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ნაწილობრივ ან სრულად შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია. აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ხელოვნურად.

კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით პარლამენტში იყო აზრთა სხვადასხვაობა. ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილება ხელისუფლებას მხოლოდ იმიტომ დასჭირდა, რომ სამომავლოდ თავიდან აეცილებინა აქციები და ხელმეორედ არ გამოევლო “საკნების პერიოდი”. კონსერვატორებმა კი ჩათვალეს, რომ ამ კანონით კიარ ხდება მათი უფლებების დაცვა, არამედ შეზღუდვა. მათ ხელისუფლების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომლის მიხედვითაც კანონი უნდა ცნონ არაკონსტიტუციურად და შესაბამისად ძალადაკარგულად, ვინაიდან კანონი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და ეწინააგმდეგება ევროპის ადამიანთა უფლებების პრეცენდენტულ სამართალს.
კახა კუკავას განცხადებით, ამ ხელისუფლებას ხალხის უფლებების დაცვა ნაკლებად აინტერესებს, მათ ეს კანონი მხოლოდ მათსავე საკეთილდღეოდ მიიღეს. კანონში ნახსენები ნებისმიერი შენობათაგან ოცი მეტრის რადიუსში არის სავალი გზა, რაც ხელისუფლებამ ზუსტად განსაზღვრა, თუმცა ეს არ იკმარა და გზის გადაკეტვასთან დაკავშირებითაც დაამატა მე-11 მუხლი.
ჩვენ გვქონდა ასეთი შეთავაზება: იმისათვის, რომ არ დარღვეულიყო არავის უფლება და ჩვენი მანიფესტაციების გამო გზა არ გადაკეტილიყო, არ უნდა მიეღოთ კანონი, რომელიც მანიფესტაციების რადიუსებს გამნსაზღვრავდა. სანაცვლოდ კი ჩვენ ვაძლევდით იმის გარანტიას, რომ მანიფესტაციების დროს არ მოხდებოდა არცერთი დაწესებულების კარის ბლოკირება. თუმცა, მათ მიიღეს კანონი, რომელიც არათუ ზღუდავს, არამედ კრძალავს გამოხატვის თავისუფლებას. კანონში მაღაზიების გარდა, ლამის ყველა შენობაა ჩამოთვლილი, რომლის წინაც არ შეილება აქციის ჩატარება. ხოლო თუ სამანქანო გზის დადაკეტვა ხანგრძლივად მომხდარა საქართველოში, ესეც ხელისუფლების დამსახურებაა. როდესაც საკნები დაიდგა და აქციები ტარდებოდა, ჩვენ დავდეთ პირობა, რომ საღამოობით მანქანის სავალი ნაწილი გაიხსნებოდა. მაგრამ, ყველამ ნახა, თუ რა შედეგი გამოიღო ამან. ხელისუფლების ბანდის წევრებმა ჩვენი ტექნიკა სათითაოდ დალეწეს. აპრილის თვიდან თბილისა და საქართველოს სხვა რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო საქართველოს კონსერვატიული პარტია. შესაბამისად, სადავო ნორმების შემოღებით შეილახა კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი უფლებები და მომავალში მსგავსი აქციების ორგანიზებისას ამ ნორმების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი კანონიერი უფლებების რეალიზაციისას შეგვექმნება რიგი დაბრკოლებები.
საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, 2008 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობას ეხება, წარადგინა ფაქტი, როდესაც ამავე წლის 24-25 მარტს საპროტესტო აქციის მომიტინგეები თავს დაესხნენ რუსთავი-2-ის ჟურნალისტს, თამარ ბაღაშვილს. აქ საქმე გვაქ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევასთან. კერძოდ მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა, რომელიც ითვალისწინებს, რომ: “მასობრივი იფორმაციის საშუალებისათვის შეკრებაზე ან მანიფესტაციების მიღებასა და გავრცელებაში ხელის შეშლა ისჯება კანონით”. მიუხედავად ამისა, კანონით არცერთი აქციის მონაწილე არ დასჯილა. აქვე აღნიშნულია, რომ ოპოზიციურ პარტიებს ხშირად ჰქონდათ შეკრებისა და თავისუფლების სრული მოცულობით სარგებლობის შესაძლებლობა. Pპოლიცია ამ უფლებას განხორციელებაში არ ერეოდა მაშინაც კი, როდესაც ამისათვის კანონით გათვალისწინებული ყველა საფუძველი არსებობდა.

საქართველოში 2009 წლიდან მოქმედი კანონი “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ” შეიძლება შევადაროთ ევროკონვენციის მეათე მუხლს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ეხება, რომლის მეორე პუნქტში ნათქვამია, რომ: “ სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სასურველ, უწყინარ ან ნეიტრალურ იფორმაციასა და იდეებს, არამედ ისეთებსაც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი, ან შემაშფოთებელია. ასეთია პლურალიზმის, ტოლერანტობისა და გონიერების მოთხოვნები, ურომლისოდაც დემოკრატიული საზოგადოება ვერ იარსებებს” აქედან გამომდინარე შეიძლება დაისვას კითხვა თუ რამდენად შეესაბამება მიღებული კანონი საერთაშორისო სამართლის ნორმებს. თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლის, თეა თუთბერიძის განცხადებით კანონი რომელიც ამა წლის 17 ივლის იქნა მიღებული სრულად შეესაბამება, როგორც ამერიკის ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის პრეცენდენტულ სამართალს. იგი შინაარსობრივად ნეიტრალურია კონსტიტუციასთან და არცერთ მუხლთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით თავისი აზრი ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: “იქ სადაც გააზრებული და გათავისებულია გამოხატვის თავისუფლების ჭეშმარიტი ღირებულება სადაც ადამიანთა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო., საზოგადოებას წარმატებისა და განვითარების პერსპექტივა უდაოდ აქვს. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, რადგან ამ უფლების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებათა რეალიზაცია”. (წყარო: გამოხატვის თავისუფლების პირველი ტომი)

საბოლოოდ მაინც საზოგადოების შესაფასებელია თუ რამდენად არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. დასკვნა შეიძლება ალბერტ აინშაინის სიტყევბმა მოგვცეს: “მხოლოდ კანონმდებლობა ვერ დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას. იმისათვის, რომ ყოველმა ადამიანმა უსაფრთხოდ გამოთქვას საკუთარი შეხედულება, საჭიროა საზოგადოება იყოს შემწყნარებელი”




ეკატერინე დავითაშვილი

ქართული ინტერნეტ გამოცემების მოკლე მიმოხილვა

თუ გადავხედავთ ქართულ მედია საიტებს, ვნახავთ რომ ყველა საიტის მთავარი თემა მერის არჩევნებია.მე გადავხედე ისეთ საიტებს როგორიცაა presa.ge, media.ge da pirveli.com.ge. ამ საიტებზე არის საკმაოდ ბევრი სიახლე გაშუქებული. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ წყაროები არის სანდო. ანუ ჩვენ ამ საიტებს ვერ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავინახოთ დღევანდელი რეალობა. ამ საიტებზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მხოლოდ ოპოზიციის მოსაზრებები, მათი გეგმები და შეფასებები. რაც, ცხადია საიტის ობიექტურობას ეჭქვეშ აყენებს. წინა საარჩევნო შეფასება არ შეიძლება მხოლოდ გაჩეჩილაძის მოსაზრება იყოს,რომელიც ერთი დღე ამბობს, რომ ალასანიას თავისი გზა აქვს და მეორე დღეს ისინი მეგობრები და თანაგუნდელები არიან. როდესაც საიტი მუშაობს ყველასთვის, შესაბამისად ინფორმაციაც უნდა გაშუქდეს ყველასთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისთვისაც მთავარი ოპოზიციის ქმედებაა..

Tuesday, March 9, 2010

ეკატერინე დავითაშვილი